უკან

ინფექციონისტი ბინაზე გამოძახებით

​ინფექციური დაავადებების მართვა მოითხოვს სიზუსტესა და განსაკუთრებულ ყურადღებას. 

ჯეო მედი გთავაზობთ ექიმ ინფექციონისტის ვიზიტს ბინაზე, ასევე მის კონსულტაციას ონლაინ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე მდგომარეობების, ცხელების ან იმუნური სისტემის დაქვეითების დროს.

​რა დროსაა საჭირო ინფექციონისტის ჩართულობა?

მიმართვა საჭიროა მაშინ, როდესაც ზოგადი პროფილის ექიმისთვის (თერაპევტი/პედიატრი) რთულია დიაგნოზის დასმა ან მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს. 

კონკრეტულად: ​

  • გაურკვეველი გენეზის (წარმოშობის) ცხელება 

თუ მაღალი ან სუბფებრილური (37–38°C) ტემპერატურა ნარჩუნდება ხანგრძლივად (როგორც წესი, 2-3 კვირაზე მეტს) და მისი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება პირველადი, სტანდარტული კვლევებით;

  • ხშირი, მორეციდივე ან არატიპური ინფექციები 

როდესაც ორგანიზმს უჭირს ინფექციებთან დამოუკიდებლად გამკლავება და ერთი და იგივე ინფექციური პროცესი მოკლე დროში რამდენჯერმე მეორდება (მაგალითად: ხშირი პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი პროცესები, შარდგამომყოფი სისტემის ხშირი ანთებები). 

  • ანტიბიოტიკორეზისტენტობა და არაეფექტური მკურნალობა 

თუ პაციენტმა ჩაიტარა ანტიბიოტიკოთერაპიის ერთი ან რამდენიმე კურსი, თუმცა მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია, სიმპტომები ნარჩუნდება ან მდგომარეობა უარესდება. ეს ხშირად მიანიშნებს მდგრად (რეზისტენტულ) ბაქტერიებზე, რაც საჭიროებს სპეციფიკური, მედიკამენტების შერჩევას. 

  • სპეციფიკური და ქრონიკული ინფექციური დაავადებები ეჭვი ან უკვე დადასტურებული დიაგნოზი ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: 

ვირუსული ჰეპატიტები (B, C და სხვ.). 

ტუბერკულოზი;

ტრანსმისიული დაავადებები (მაგალითად, ლაიმის ბორელიოზი, რომელიც გადადის ტკიპის ნაკბენით);

პარაზიტული და სოკოვანი ინფექციები;

აივ ინფექცია / შიდსი;

ჰერპესვირუსული ინფექციები (მონონუკლეოზი, ციტომეგალოვირუსი, სარტყლისებრი ჰერპესი მძიმე ფორმებში). 

  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობები 

ინფექციების პრევენცია და მკურნალობა იმ პაციენტებში, ვისაც აქვს მკვეთრად დაქვეითებული იმუნიტეტი: ქიმიოთერაპიის კურსის დროს, ონკოლოგიური დაავადებებისას, ტრანსპლანტაციის შემდგომ (იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე ყოფნისას) ან სხვა მძიმე ქრონიკული პათოლოგიების ფონზე. 

  • ჰოსპიტალური (საავადმყოფოსშიდა) და პოსტოპერაციული ინფექციები ქირურგიული ჩარევის შემდგომი გართულებები: 

რთულად შეხორცებადი, დაინფიცირებული ჭრილობები, პოსტოპერაციული სეფსისი. სამედიცინო მანიპულაციებთან ასოცირებული ინფექციები 

  • ზოონოზური ინფექციები (ცხოველებისგან გადამდები) ინფექციები, 

რომლებიც ორგანიზმში ხვდება ცხოველებთან კონტაქტით, ნაკბენით ან თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცისა და რძის პროდუქტების მიღებით. 

  • მოგზაურობასთან ასოცირებული (ეგზოტიკური) ინფექციები

თუ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები (ცხელება, გამონაყარი, დიარეა) დაეწყო სხვა ქვეყნიდან (განსაკუთრებით ტროპიკული რეგიონებიდან — აზია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა) დაბრუნების შემდეგ

სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:

+032 2 111 500

ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში


გაზიარება

უახლესი

6/24/2026

ფსიქოთერაპევტი ბინაზე გამოძახებით

გარკვეული კატეგორიის პაციენტებისთვის, ფსიქოთერაპევტის სახლში ვიზიტი საუკეთესო ან ერთადერთი გამოს...

მეტის წაკითხვა
7/12/2026

გასტროენტეროლოგი ბინაზე გამოძახებით

ჯეო-მედი გთავაზობთ ექიმ-გასტროენტეროლოგის ბინაზე გამოძახებისა და ონლაინ კონსულტაციის სერვისს.  ...

მეტის წაკითხვა

დაგვიკავშირდით

ტელეფონი

+(995) 032 2 111 500

მისამართი

თბილისი, ი. პეტრიწის ქუჩა #2

ელ-ფოსტა

[email protected]

© ყველა უფლება დაცულია GEO-MEDI 2025